“ ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ - ამ თემაზე აშშ-ის ჰელსინკის კომისია 11 თებერვალს ბრიფინგს გამართავს. ოპოზიციაში ჰელსინკის კომისიისგან საქართველოსთვის მძიმე, თუმცა ქვეყანაში მიმდიმარე პროცესებისთვის დადებითი ანგარიშის მოლოდინი აქვთ. მათი განმარტებით, “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ ქმედებებზე დასავლეთს შესაბამისი პასუხი ექნება. ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო.