“ქართული ოცნების” ინიციატივას ლეგიტიმაციის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აფასებენ - Palitra News

“ქართული ოცნების” ინიციატივას ლეგიტიმაციის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აფასებენ

2026-02-09 09:23:38+04:00

“ქართული ოცნების” ინიციატივას ლეგიტიმაციის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აფასებენ, როგორც დრაკონულს. ოპონენტების თქმით, ხელისუფლება განსხვავებული აზრის გაქრობას და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ გზით “ქართული ოცნება” ქვეყანას დასავლური დემოკრატიისგან სრულ იზოლაციაში მოაქცევს. ინიციატივის თანახმად, პირს, რომელიც ხელისუფლების ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებს, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.