თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 108 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა - Palitra News

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 108 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა

2026-02-09 09:23:14+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 108 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. თსუ-ს ლექტორებისა და სტუდენტების განცხადებით, სიმბოლურია რომ უნივერისტეტს 108 წელი შეუსრულდა და ამ დროს სახელისუფლებო გუნდი ასწლოვანი ისტორიის განადგურებას განათლების რეფორმით გეგმავს. აკადემიური წრის წარმომადგენლებმა უნივერისტეტის ეზოში დისკუსია გამართეს და საჯარო გამოსვლებით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ინიციატივა, რომელიც თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გულისხმობს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა თსუს ეზოდან მსვლელობით ქვეყნის პარლამენტთან გადაინაცვლეს.