როგორ გაგრძელდება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გამო დაწყებული პროტესტი და ინიციატივის ირგვლივ დაწყებული დიალოგი... ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანი არა ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაქრობაა. მათი განმარტებით, განათლების სამინისტრო განათლების სისტემის გაუმჯობესების ნაცვლად, ახალგაზრდების აზრისა და მათი მომავლის ჩახშობას ემსახურება.