რეფორმა არ გადაიხედება, თუმცა ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო საკითხებზე მსჯელობა და დიალოგი გაგრძელდება - Palitra News

რეფორმა არ გადაიხედება, თუმცა ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო საკითხებზე მსჯელობა და დიალოგი გაგრძელდება

2026-02-07 15:36:14+04:00

რეფორმა არ გადაიხედება, თუმცა ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო საკითხებზე მსჯელობა და დიალოგი გაგრძელდება - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია უნივერსიტეტების რეორგანიზაციის შესახებ. გივი მიქანაძემ სასწავლებლების წარმომადგენლებს შესთავაზა, შეიქმნას მმართველი საბჭო, რომელიც ორივე მხრიდან დაკომპლექტდება და რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს არა რამდენიმე თვის, არამედ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ხელისუფლებას მკაფიო და უცვლელი პოზიცია აქვს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მათი ინტერესები ობიექტურია, მოწინააღმდე მხარის კი - სუბიექტური. 2 უნივერსიტეტის გაერთიანების აუცილებლობაზე განათლების სამინისტროს არგუმენტებს, მოწინააღმდეგე მხარე, საკუთარ პოზიციებს უპირისპირებს. ლექტორების აზრით, გაერთიანებას აკადემიური და პრაქტიკული საფუძველი არ აქვს.