კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა განხილვის პროცესშია, თუმცა მიეცემა თუ არა კანონის სახე, ჯერ-ჯერობით უცნობია - Palitra News

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა განხილვის პროცესშია, თუმცა მიეცემა თუ არა კანონის სახე, ჯერ-ჯერობით უცნობია

2026-02-07 15:35:11+04:00

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა განხილვის პროცესშია, თუმცა მიეცემა თუ არა კანონის სახე, ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, კონსტიტუციური წესრიგის დაცვა პრიორიტეტია, ამ მხრივ არსებულ პრობლემაზე კი - კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს.. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტი საკითხზე მუშაობას უმოკლეს დროში დაიწყებს. ის რაც კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა მმართველი პარტიისთვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, ოპოზიციისთვის. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ ინიციატივაზე მუშაობის დაწყება, ლეგიტიმაციის კრიზისს და კანონის გამოყენებით, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილსს აჩვენებს.