ჰელსინკის კომისიაში 28 იანვარს, უამინდობის გამო გადადებული ბრიფინგი, 11 თებერვალს ჩაინიშნა - Palitra News

ჰელსინკის კომისიაში 28 იანვარს, უამინდობის გამო გადადებული ბრიფინგი, 11 თებერვალს ჩაინიშნა

2026-02-07 15:34:06+04:00

ჰელსინკის კომისიაში 28 იანვარს, უამინდობის გამო გადადებული ბრიფინგი, 11 თებერვალს ჩაინიშნა. საუბრის თემა უცვლელია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხსენებლები მიმოიხილავენ ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, ქართული ოცნების ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს. მმართველი გუნდი თვლის, რომ ჰელსინკის კომისია ე.წ დიფ სთეითის ხაზს ატარებს, ამიტომ ქართული ოცნებისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინები მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციისგან, შემხვედრ ნაბიჯებს ემყარება. ოფიციალური პასუხი ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯერ არ ჩანს, თუმცა მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფორმატში, ვიზიტისას, შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. როგორც ყაველაშვილი ამბობს, მცირე დიალოგში ხაზი გაესვა ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის, საერთო ღირებულებებს... აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას, კონკრეტული გზამკვლევითა და ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მხარს უჭერს ქართული ოცნება.