არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა - Palitra News

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა

2026-02-07 12:43:17+04:00

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა. კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა. ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არჩევნების საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ სიახლისა და მოვლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024-2025 წლებში გამართულ საერთო არჩევნებზე, ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.