ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს - Palitra News

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

2026-02-07 12:42:33+04:00

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. 8-თვიანი ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალგაზრდებმა ფიცის დადებამდე, ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური და სხვა სახის მომზადება ჩაუტარდათ. წვევამდელები მე-5 საარტილერიო ბრიგადაში იმსახურებენ, სადაც მათ პროფესიონალი სამხედროები მოამზადებენ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული პირები ხელფასზე დამატებით 30%-იან დანამატს მიიღებენ. წვევამდელთა სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება სამსახური როგორც კერძო, ისევე საჯარო დაწესებულებაში.