მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ქურდობის 7 ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი - Palitra News

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ქურდობის 7 ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი

2026-02-07 12:41:16+04:00

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ქურდობის 7 ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს მცხეთის მუნიციპალიტეტში სწრაფი ჩასარიცხი აპარატები გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ ჯამში 12 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს ქურდავდნენ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.