სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსების მდგომარეობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ისინი შესაბამის პირობებში იმყოფებიან - Palitra News

სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსების მდგომარეობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ისინი შესაბამის პირობებში იმყოფებიან

2026-02-07 12:40:36+04:00

სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსების მდგომარეობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ისინი შესაბამის პირობებში იმყოფებიან. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულების მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულების უმრავლესობას გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვა აწუხებს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინო ლევან ხაბეიშვილის საქმით გახდა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის აპარატი საკითხით უფრო სიღრმისეულად დაინტერესდა. ლევან იოსელიანი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ოთხ თებერვალს იმყოფებოდა.