“ქართული ოცნების” მიერ ბოლო დროს დაინიცირებულ საკანონმდებლო პროექტებს ოპოზიციაში დრაკონულს უწოდებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს განზრახ აჩერებს. ოპონენტების აზრით, მმართველი პარტიის მიზანი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დასჯა და ქართველი ხალხის დამორჩილებაა. ქართული ოცნების დეპუტატები მსჯელობენ იდეაზეც, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც არ ცნობს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.