საქართველოში არსებულ ვითარებაზე 11 თებერვალს ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიფინგი მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, ქართული ოცნების ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს. მოსმენა 28 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.