არაერთი საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად, განათლების სამინისტროსგან პასუხი ერთია - გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც გუშინდელი შეხვედრიდან გაირკვა, ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, მსჯელობა კორექტირებებს შეეხება. გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესთავაზა, შეიქმნას მმართველი საბჭო, რომელიც ორივე მხრიდან დაკომპლექტდება და რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს არა რამდენიმე თვის, არამედ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ინიციატივის ავტორების არგუმენტები განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კვლევის პროცესის განვითარებას და რესურსების სწორ განაწილებას ემყარება. რეორგანიზაციის მოწინააღმდეგენი კი - ტრადიციების უგულებელყოფაზე და ლოჯისტიკურ … პრობლემაზე აქცენტირებენ.