ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - Palitra News

ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა

2026-02-06 15:50:26+04:00

ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ერთს საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8-ს საქმიანობის უფლება შეეზღუდა, ერთს კი გაფრთხილება მიეცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმების ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტებს დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე გასცემდნენ. ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“. ცალკეულ შემთხვევებში, კი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.