შალვა პაპუაშვილი - ველით, რომ სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის - ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს, არ არის საკითხი იმაში, ვინ ვის ჩამოართვა ხელი - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ველით, რომ სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის - ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს, არ არის საკითხი იმაში, ვინ ვის ჩამოართვა ხელი

2026-02-06 15:44:46+04:00

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ. მმართველი გუნდის აზრით, ჯერ კიდევ არსებობს სივრცე საიმისოდ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული გაუგებრობა აღმოიფხვრას. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ეს იყო სრულიად შემთხვევითი შემთხვევა, რაც რაიმე გარდამტეხი ცვლილების მომტანი ვერ იქნება. ვის როგორ ესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა?