შალვა პაპუაშვილი - კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება, რა არის დასჯადი - საუბარია არა კონკრეტულ ადამიანზე, არამედ საქართველოზე, ჩვენი ქვეყნის აღიარება ზოგიერთ უცხოელს ხაჭაპურის აღიარება ჰგონია - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება, რა არის დასჯადი - საუბარია არა კონკრეტულ ადამიანზე, არამედ საქართველოზე, ჩვენი ქვეყნის აღიარება ზოგიერთ უცხოელს ხაჭაპურის აღიარება ჰგონია

2026-02-06 15:41:55+04:00

პირს, ვინც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობს, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. ქართული ოცნების ინიციატივამ შესაძლოა კანონის სახე მიიღო. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი, და თუკი ვინმე მას პატივს არ სცემს, უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია სინამდვილეში არ აქვს და ამ პრობლემის გადაჭრა რეპრესიების გზით ცდილობს. ვის რა პოზიცია აქვს საკითხზე?