გივი მიქანაძე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

გივი მიქანაძე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-02-06 15:38:15+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა 6 საათზეა ჩანიშნული, განსახილველი თემა თსუ-სა და ტსუ-ს გაერთიანების საკითხია. საკითხზე პოზიციების შეჯერება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ხელისუფლება გაერთიანების პროცესის გაუქმებას არ აპირებს, სტუდენტები და აკადემიური პერსონალის ნაწილი გადაწყვეტილების წინააღმდეგია. ორივე უნივერსიტეტის ეზოში პერმანენტულად საპროტესტო აქციები იმართება.