გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2026-02-06 15:36:22+04:00

მესამე სექტორისა და ოპოზიცის უკმაყოფილების მიუხედავად, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია. მმართველ გუნდში საკანონმდებლო ინიციატივებს ეროვნულ ინტერესებს უკავშირებენ, აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის გვერდის ავლით, უცხოეთიდან დაფინანსების მიღება და ამ დაფინანსების სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენება აღარ შეეძლებათ. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" მთავარი მიზანი სამოქალაქო სექტორის პოლიტიკური სივრციდან სრულად გაქრობაა.