თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი, კვლავ მსჯელობის საგანია - შეცვლის თუ არა მთავრობა გადაწყვეტილებას, პროტესტიდან გამომდინარე - Palitra News

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი, კვლავ მსჯელობის საგანია - შეცვლის თუ არა მთავრობა გადაწყვეტილებას, პროტესტიდან გამომდინარე

2026-02-06 12:16:08+04:00

უმაღლეს განათლებაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება - თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი, კვლავ მსჯელობის საგანია. დღეს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ორივე სასწავლებლის წარმომადგენლებს შეხვდება. აკადემიური წრის მოსაზრებების გაცნობისა და საერთო პოზიციის შეჯერების შემდეგ, შედეგებს მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე გაეცნობა. ფართო დისკუსიამდე იყო არაერთი სამუშაო შეხვედრა, გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან აკადემიური სფეროსა და სტუდენტების ნაწილი. პროტესტი გრძელდება უნივერსიტეტის ეზოებშიც. პროფესორებს კითხვები აქვთ მართვის მოდელსა და პროცესის გამჭვირვალობაზე. ცვლილებების საჭიროებაზე აქცენტირებს მმართველი გუნდი. მთავარი არგუმენტი, სტატისტიკა, რესურსების განაწილება და საერთაშორისო რეიტინგებში, მაჩვენებლების გაუმჯობესებაა. შეცვლის თუ არა მთავრობა გადაწყვეტილებას, პროტესტიდან გამომდინარე?! -როგორია პოზიციები საკითხზე.