აჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა - Palitra News

აჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

2026-02-04 12:36:00+04:00

აჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა. ის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. დაკავებული . თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარა-თაღლითობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.