„ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით, პარლამენტთან, საგაზაფხულო სესიის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე - Palitra News

„ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით, პარლამენტთან, საგაზაფხულო სესიის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე

2026-02-03 15:14:39+04:00

„ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით, პარლამენტთან, საგაზაფხულო სესიის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაც იყო. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აპროტესტებენ, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს, ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.