საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი დაიწყო და დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში ჩაერთვება - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი დაიწყო და დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში ჩაერთვება

2026-02-02 20:54:19+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი დაიწყო და დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში ჩაერთვება.

პრემიერ-მინისტრს დუბაის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი, მარიამ ალ ჰამადი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სამიტზე სიტყვით გამოვა, მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, რომლის მთავარი თემა ინვესტიციების მომავალია, და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.