უკრაინის ხელისუფლება დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნივკაში რუსული დრონებით შეტევის შედეგად მეშახტეების დაღუპვის გამო დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს - Palitra News

უკრაინის ხელისუფლება დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნივკაში რუსული დრონებით შეტევის შედეგად მეშახტეების დაღუპვის გამო დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს

2026-02-02 12:35:13+04:00

უკრაინის ხელისუფლება დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნივკაში რუსული დრონებით შეტევის შედეგად მეშახტეების დაღუპვის გამო დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს. რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა - ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. მისივე განცხადებით, კიევში „არასაკმარისი სამუშაო“ მიმდინარეობს, რადგან ასობით საცხოვრებელი სახლი კვლავ გათბობის გარეშე რჩება. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შემდეგი სამმხრივი მოლაპარაკებები 4 და 5 თებერვალს აბუ დაბიში გაიმართება. მისი თქმით, უკრაინა არსებითი მოლაპარაკებებისთვის მზადაა.