არაოლიმპიურ სახეობებში 2025 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენებისა და ფედერაციების დაჯილდოების ღონისძიება 30 იანვარს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა. გამარჯვებულები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს. ცერემონიაზე მონაწილეებს გადაეცათ მედლები, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპორტული ფედერაციები და მედია. დაჯილდოებას საქართველოს სპორტის სამინისტრო უჭერდა მხარს. ტრადიციულად, გაიცა ბადრი პატარკაციშვილის სახელობის სპეციალური პრემიები სხვადასხვა სპორტული კატეგორიის გამარჯვებულებისთვის.