ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. შსს-ს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული პირი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2025 წლის დეკემბრიდან განზრახ მკვლელობის ბრალდებით იყო ძებნილი. დაკავება მარნეულში, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განხორციელდა. ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები. საქმეს შესაბამისი უწყებები კანონით დადგენილი წესით განიხილავენ.