„ქართული ოცნება“ მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს - Palitra News

„ქართული ოცნება“ მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს

2026-01-31 13:15:49+04:00

„ქართული ოცნება“ მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს. ინიციატივა, ხელისუფლების განმარტებით, მიზნად ისახავს უკვე მიღებული კანონების გვერდის ავლის თავიდან აცილებას. ცვლილებები ამკაცრებს პასუხისმგებლობას გრანტების შესახებ კანონმდებლობის დარღვევაზე და აწესებს დამატებით შეზღუდვებს უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ ინიცირებული პაკეტი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ქმნის რისკს, რომ რეგულაციები შეეხოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, არამედ კერძო სექტორშიც საჯარო პოზიციის გამოხატვას.