განათლების რეფორმას აკრიტიკებს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება აკადემიურ საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე მიიღო. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ოპონენტები თვლიან, ორივე სასწავლებლის ძალადობრივი შერწყმა - ნიშნავს სისტემურ ქაოსს, ხარისხის ვარდნას და უნივერსიტეტების იდენტობის წაშლას. ოპოზიციაში თვლიან, რომ აუცილებელია დიალოგის დაწყება უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. განსხვავებულია „ქართული ოცნების“ პოზიცია. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. კობახიძის თქმითვე, არცერთი კონკრეტული განცხადება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს უნივერსიტეტების გაერთიანებას.