აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებმა არქტიკული კუნძულის გარშემო არსებული დიპლომატიური კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები განაახლეს - Palitra News

აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებმა არქტიკული კუნძულის გარშემო არსებული დიპლომატიური კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები განაახლეს

2026-01-29 15:45:35+04:00

აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებმა არქტიკული კუნძულის გარშემო არსებული დიპლომატიური კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები განაახლეს. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიის, გრენლანდიისა და შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გადაჭრან ვაშინგტონის შეშფოთება არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, წითელი ხაზების პატივისცემით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად გრენლანდიასთან დაკავშირებით ტექნიკურ კონსულტაციებს აწარმოებს, რამაც დადებითი შედეგი უნდა გამოიღოს.