გიგა ავალიანის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული სკოლის მოსწავლე, დემეტრე ჩიქოვანი, სასამართლოში იმყოფება - Palitra News

გიგა ავალიანის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული სკოლის მოსწავლე, დემეტრე ჩიქოვანი, სასამართლოში იმყოფება

2026-01-28 12:35:21+04:00

გიგა ავალიანის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული სკოლის მოსწავლე, დემეტრე ჩიქოვანი, სასამართლოში ამ წუთებში იმყოფება. იწყება წინასასამართლო სხდომა, სადაც პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება. საუბარია ვიდეოკადრებზე, მიმოწერებსა და ჩვენებებზე.

დემეტრე ჩიქოვანი უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც არასრულწლოვნის ბრალეულობას ადასტურებს. ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით არის მოპოვებული.

ცნობისთვის, საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვნისგან ორს ბრალდება დაუმძიმდა, რაც 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.