გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი რეკომენდაცია მისცეს - რეკომენდაციები გაეროდან და პასუხი საქართველოდან - Palitra News

გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი რეკომენდაცია მისცეს - რეკომენდაციები გაეროდან და პასუხი საქართველოდან

2026-01-27 20:34:39+04:00

გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი რეკომენდაცია მისცეს. მოწოდებები ძირითადად შეეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონების, მათ შორის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას, სამართლებრივი ჩარჩოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და მედია პლურალიზმის ხელშეწყობას. რეკომენდაციებს შორის იყო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიება, დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენა, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა. ის, რაც ევროპული ქვეყნების კრიტიკის საგანი გახდა, მოსაწონი აღმოჩნდა რუსეთისთვის. ოპოზიციის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში რეფორმების წინსვლას მხოლოდ რუსეთი ხედავს, ნათლად ასახავს „ქართული ოცნების“ საგარეო კურსს. რეკომენდაციები გაეროდან და პასუხი საქართველოდან