ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ სრული ანგარიში წარადგინა აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრების შემდეგ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ სრული ანგარიში წარადგინა აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრების შემდეგ

2026-01-27 09:21:42+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაციამ სრული ანგარიში წარადგინა აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრების შემდეგ. როგორც მან განმარტა, გუნდები ერთმანეთს კვირას კვლავ უნდა შეხვდნენ თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კარგი იქნება, თუ მოლაპარაკებები უფრო ადრე გაიმართება. რაც შეეხება, კრემლის პოზიციას - დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნებისმიერი, თუნდაც წინასწარი დასკვნების გამოტანა ჯერ კიდევ ადრეა. თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი კი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება და აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში. დადებითი განცხადებების პარალელურად, რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებების განხორციელებას აგრძელებს. რუსულმა ძალებმა 27 იანვრის ღამეს ოდესას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელ შენობები.