ჰელსინკის კომისია 28 იანვარს ბრიფინგს გამართავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ჰელსინკის კომისია 28 იანვარს ბრიფინგს გამართავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-26 15:28:10+04:00

„ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა" - ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია 28 იანვარს ბრიფინგს გამართავს. განხილვის თემებს შორის იქნება "ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობა, და საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზები“. ოპოზიცია მძიმე და კრიტიკული განცხადებების გაჟღერებას ელის. ამბობენ, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევი ასეთი კანონმდებლობა, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს "ქართული ოცნება" რომელიც მიიჩნევს, რომ დაანონსებულ ბრიფინზე ჰელსინკის კომისია სიცრუით გაჯერებული განცხადებებს გაავრცელებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი სახის დისკუსია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს.