მინეაპოლისში აშშ-ის 37 წლის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად, ასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა. მომიტინგეები საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ ქალაქის დატოვებას მოითხოვდნენ.აშშ-ის პრეზიდენტმა კი მოუწოდა მინესოტას გუბერნატორს, ტიმ უოლცსა და მერს, ჯეიკობ ფრეის, ოფიციალურად ითანამშრომლონ ტრამპის ადმინისტრაციასთან.მანამდე, მინესოტას გუბერნატორმა ტიმ უოლცმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შტატიდან აგენტების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი, აშშ-ის 37 წლის მოქალაქე ალექს პრეტი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის თქმით, მოკლულ მამაკაცს იარაღის კანონიერად ჰქონდა შეძენილი და ნასამართლეობა არ გააჩნდა.