დაკარგავს თუ არა საქართველო რეგიონში მთავარი სატრანზიტო ქვეყნის როლს - Palitra News

დაკარგავს თუ არა საქართველო რეგიონში მთავარი სატრანზიტო ქვეყნის როლს

2026-01-23 09:31:16+04:00

დაკარგავს თუ არა საქართველო რეგიონში მთავარი სატრანზიტო ქვეყნის როლს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, ამ ეტაპზე ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა არც ისე შორსაა დრო, როდესაც ტრანზიტი პირდაპირ - სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით წავა. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, საქართველო იზოლაციაში ექცევა და ამაზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება.