გიორგი ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდებიან - Palitra News

გიორგი ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდებიან

2026-01-23 09:24:19+04:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდებიან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. და თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით აეკრძალა.