სუს-ის თანამშრომლები სურსათზე ფასების ფორმირების საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში დოკუმენტებს ამოიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია სუს-ის პრესსამსახურმა დაადასტურა. უწყების განმარტებით, სასამართლოს ათობით განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კომპანიიდან სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს, რაც შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ისახავს მიზნად.
გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება - მან 24 დეკემბერს აღნიშნა, რომ საქართველოში სურსათზე ფასები ევროპასთან შედარებით მაღალია, რაც ფასნამატსა და მოგებას უკავშირდება. მისი ინიციატივით შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც თავად პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის წევრები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა.