PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 3.9%-ით არის გაზრდილი - Palitra News

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 3.9%-ით არის გაზრდილი

2026-01-22 13:47:21+04:00

საქართველოში სასტუმროს ფასები გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 3.9%-ით არის გაზრდილი. კვლევის თანახმად, წლიურ ჭრილში სასტუმროში დასვენება ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში, თბილისსა და აჭარაში გაძვირდა. რაც შეეხება თვის ჭრილში ფასების ცვლილებას, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი 4.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ზრდა მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, 2025 წლის დეკემბერში საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 99 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 150 ლარი, 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენების ღირებულება – 245 ლარი; 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში კი 504 ლარი იყო.