2025 წელი მიღებული შემოსავლების კუთხით ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყების ცნობით, გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6%-ით გაიზარდა და რეკორდული - 4 მილიარდ 690 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. სამინისტროს ცნობით, 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან, ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ჯამურად, 2025 წელს საქართველომ 6.9 მლნ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტული ვიზიტები 5.5 მლნ იყო, ხოლო ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა 1.3 მლნ გაუტოლდა.