რუსტემ უმეროვი - დავოსში გამართული შეხვედრების მთავარი თემები იყო ეკონომიკური განვითარება, უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და უსაფრთხოების გარანტიები - Palitra News

რუსტემ უმეროვი - დავოსში გამართული შეხვედრების მთავარი თემები იყო ეკონომიკური განვითარება, უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და უსაფრთხოების გარანტიები

2026-01-22 12:23:26+04:00

მჯერა, რომ ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შეუძლიათ, შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის განმარტებით მიუხედავად ომში მყოფი ქვეყნების ლიდერების ერთმანეთის მიმართ დაძაბული ურთიერთობისა, ორივეს სურს შეთანხმების მიღწევა. ამავდროულად,უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, დავოსში უკრაინის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებთან. ასევე, ნორვეგიისა და კატარის პრემიერ-მინისტრებთან. უმეროვის განმარტებით, დავოსში გამართული შეხვედრების მთავარი თემები იყო ეკონომიკური განვითარება, ომისშემდგომი რეკონსტრუქცია და უსაფრთხოების გარანტიები.