პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი - Palitra News

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

2026-01-22 12:18:21+04:00

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით - 1981 წელს დაბადებულს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა ბაკურიანშიც - დაკავებულია 1 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით - 1995 წელს დაბადებულ ი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.