საპროტესტო აქციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ განიხილავენ. მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუკი ხელისუფლება შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ყოველგვარი თხოვნისა და მიმათვის გარეშე უნდა განხორციელდეს, რადგან ციხეში მყოფი მომიტინგეები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ხელისუფლების ოპონენტები დაკავებული აქტივისტების დაუყონებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან, საპასუხოდ კი, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შეწყალების შესახებ საუბრის დაწყებამდე დაპატიმრებულმა აქტივისტებმა საკუთარი ბრალი უნდა აღიარონ.