თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე იმსჯელეს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე იმსჯელეს

2026-01-13 20:05:28+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე იმსჯელეს. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ კი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები განიხილა. საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას მტკიცებით, პროცესზე განხილული მტკიცებულებები და სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეები რომეო მიქაუტაძის ბრალდებას ადასტურებენ. ამასთან ერთად, პროკურორი განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის უნდა არსებობდეს წინაპირობები - კერძოდ, ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული უნდა აღიაროს, ზიანი უნდა აანაზღაუროს და პროკურატურას უნდა მიმართოს - თუმცა ამ შემთხვევაში ასეთი წინაპირობები სახეზე არ არის. ადვოკატი, ბექა ნემსიწვერაძე კი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისში დააკავა. მას უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.