გარდაბანში ერთი პირი მოკლეს, ორი კი დაჭრეს - Palitra News

გარდაბანში ერთი პირი მოკლეს, ორი კი დაჭრეს

2026-01-06 20:44:32+04:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთი პირი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი. შემთხვევა გუშინ, 5 იანვარს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი თანასოფლელებს შორის მოხდა.

"ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.