რუსეთის ქალაქ ტემრიუკის პორტზე ისევ დრონებით შეტევა იყო - Palitra News

რუსეთის ქალაქ ტემრიუკის პორტზე ისევ დრონებით შეტევა იყო

2025-12-25 13:19:57+04:00

რუსეთის ქალაქ ტემრიუკის პორტზე ისევ დრონებით შეტევა იყო.დრონებით შეტევის შედეგად ტემრიუკის პორტში ნავთობპროდუქტების ორ რეზერვუარს ხანძარი გაუჩნდა.ტემრიუკის პორტზე დრონებით შეტევა იყო 5 დეკემბერსაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ პორტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს. ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 12 რეგიონში, ასევე აზოვის ზღვის თავზე 141 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.