გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო - Palitra News

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

2025-12-19 09:36:38+04:00

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დარღვევების გაძლიერებულ მონიტორინგს. რეზოლუცია ეფუძნება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის დასკვნებს, რომლებიც ადასტურებს იძულებითი გაუჩინარებისა და წამების შემთხვევებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე თავად რუსეთში. გაერო მოითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. დოკუმენტს მხარი 79 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა, 16-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 73-მა თავი შეიკავა.