თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დაკავებული პოლიტიკოსები თავს დამნაშავედ არ ცნობენ არადა, პროკურორების განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დასრურდება, რომ ათონელის სასახლის ღობეზე მექანიკური დაზიანება მანამდე არ ყოფილა, „ანუ გადაჭრის კვალი არ დგინდება“.ბრალდების მხარე 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.