ირაკლი კობახიძე - ადრე „რუსული კანონი“ იყო, ახლა არის არაბული ქალაქი - აქამდეა დასული! შეუძლიათ ორი სიტყვა ატრიალონ და მესამე სიტყვაზე ვეღარ გადადიან - ასეთია ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია! - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ადრე „რუსული კანონი“ იყო, ახლა არის არაბული ქალაქი - აქამდეა დასული! შეუძლიათ ორი სიტყვა ატრიალონ და მესამე სიტყვაზე ვეღარ გადადიან - ასეთია ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია!

2025-11-26 15:03:14+04:00

ადრე „რუსული კანონი“ იყო, ახლა არის არაბული ქალაქი - აქამდეა დასული! შეუძლიათ ორი სიტყვა ატრიალონ და მესამე სიტყვაზე ვეღარ გადადიან - ასეთია ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია! - ეს შეფასება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EAGLE HILLS-ის დეველოპერული პროექტის კრიტიკის პასუხად გააკეთა.

როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით არავისგან დეტალური და კომპეტენტური მსჯელობა არ მოუსმენია.

„კომენტარები მოვისმინე იმ ვიდეო-რგოლთან დაკავშირებით, რომელიც პირადად მე გავავრცელე. საერთოდ არ შედიან შინაარსში და თუ შედიან იტყუებიან - ტყუილების მიღმა ვერ გადიან. არც ერთხელ არავისგან კომპეტენტური შეფასება არ მომისმენია - არ მომისმენია არც სატელევიზიო ეთერში და არც სოციალურ მედიაში. ხომ შეეძლოთ აეღოთ და დეტალურად გაერჩიათ. იქნება გადაჭარბებულია ჩვენი განცხადება პროექტის ეკონომიკურ ეფექტთან, ბიუჯეტში შენატანებთან და მოგებასთან დაკავშირებით?

ერთ-ერთი გადაცემის ანონსში თქვეს, რომ ჩემს ვიდეო-რგოლს გაარჩევდნენ. ნახევარი საათი ისე ისაუბრეს, რომ საერთოდ არ გაურჩევიათ. აქედან ჩანს, რომ არაფერი აქვთ სათქმელი“, - განაცხადა კობახიძემ.