პარლამენტში ინტერპელაციის წესით ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

პარლამენტში ინტერპელაციის წესით ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-26 12:45:41+04:00

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რის გამოც მთავარ საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. მთავრობის მეთაური განათლების რეფორმასა და „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე დეტალურად განმარტავს ყველა იმ საკითხს, რომელსაც, მათივე შეფასებით, ოპოზიცია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს. ხელისუფლების ოპონენტები და პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრი კვლავ პროპაგანდისტულ გზავნილებს გაავრცელებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდება.