დიმიტრი პესკოვის განხადებით, უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს - Palitra News

დიმიტრი პესკოვის განხადებით, უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს

2025-11-25 16:02:23+04:00

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, ლონდონი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ჩასაშლელად ემზადება, რადგან ომისგან მიღებული შემოსავლები ბრიტანეთის ეკონომიკას გაკოტრებისგან იცავს. კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს. თეთრი სახლის პრესსპიკერი კი აცხადებს, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე უთანხმოება კვლავ რჩება. „აშშ უკრაინას უსასრულოდ ვერ დაეხმარება, თუმცა დონალდ ტრამპს ამ ომის დასრულება სურს განაცხადა კეროლინ ლევიტმა.